არჩევნები
არჩევნებზე მოქალაქეებმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს შორის უნდა გააკეთონ
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. არჩევნებში ასევე კენჭს იყრიან როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
| Print |