არჩევნები
"ოცნების" დეპუტატი უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და კომისიას მითითებებს აძლევს - ენმ
N29–ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლებსა და საკრებულოს დეპუტატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

"ენმ"– ს წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი ჰყვება რომ მას შემდეგ, რაც ამბარცუმ ბაბოიანის საქმიანობა გააპროტესტეს, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა.

"უბანზე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი, ე.წ არასამთავრობოდან, არის მმართველად მოვლენილი, ის აძლევს ინსტრუქციებს კომისიის წევრებს და პარალელურ რეჟიმში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ კაცები, საჩივარი რა კაცის საქმეა და მსგავსი ქუჩური გარჩევებით",
– აცხადებს ბალახაშვილი.

პროვოკაციაზე საუბრობს თავად ამბარცუმ ბაბოიანი, მისი თქმით N29–ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას.

"ნაცმოძრაობის წარმომადგენლები სპეციალურად ძაბავენ სიტუაციას, რომ ჩხუბი იყოს, არეულობა იყოს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს არჩევნები, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, თუ რამეში მადანაშაულებენ ფაქტები დამიდონ". 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერეს.

| Print |