არჩევნები
გადასატან ყუთებზე, მხოლოდ „ოცნების“ წარომადგენლები გაანაწილეს – ზურა ჩილინგარაშვილი
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჩილინგარაშვილის ინფორმაციით, N17 საარჩევნო ოლქში გადასატან ყუთებზე, რომლის მეშვეობითაც კოვიდინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები მისცემენ ხმას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაანაწილეს. მისი თქით, ამასთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია.

ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს, რადგან უბნების ნაწილზე ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა.

„დამირეკეს სხვადასხვა უბნებიდან, სადაც ირღვევა ხის მიცემის ფარულობა. გამოდიან ამომრჩევლები, ზოგს კამერაზე გადაღებული, ზოგს ტელეფონით გადაღებული აქვთ ბიულეტენი. ზოგი საერთოდ გამოდის გახსნილი ბიულეტენით და ანახებს ვიღაცას გვერდით მდგომს, რომ დაუმტკიცოს ეს თავისი პირობა. პლუსამა, რაც შეეხება გადასატან ყუთებს, თვითონ თავისთვის ჩაატარეს კენჭისყრა და არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ არის ამ გადასატან ყუთებზე, სადაც 13 ყუთი გავიდა. სულ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დატოვეს უბნებში. სად ჩატარდა ან როგორ ჩატარდა ეს კენჭისყრა არავინ იცის. რომ მივიდნენ, უთხრეს, რომ თქვენ არ მოგიწიათო. ამასთან დაკავშირებით ოქმია დაწერილი და საჩივარი შეტანილი“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


| Print |