არჩევნები
ამომრჩეველთა სიები მეორე უბანთან - აგიტატორები მოქალაქეებს აღრიცხავენ
ახალციხის მეორე საარჩევნო უბანთან მისულ ამომრჩეველს, აგიტატორები აღრიცხავენ. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, სიებით ხელში უბანთან დგანან და მონაცემებს ინიშნავენ. „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფის დანახვაზე, ფურცლები დამალეს. ჟურნალისტებთან კი განაცხადეს, რომ მუშაობენ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საჩივარი არ დაწერილა, თუმცა დამკვირვებლებმა აგიტატორები დააფიქსირეს. მარინა თოთაძის თქმით, უბანზე სიმშვიდეა, მის მიმდებარე ტერიტორიას კი ვერ გააკონტროლებს.

| Print |