არჩევნები
ანდრიაწმინდაში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
N13 ანდრიაწმინდის საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა. უბანზე კენჭისყრის პროცედურა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
N13 საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიის წევრების შემადგენლობა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
უბანზე 463 ამომრჩეველია, ხოლო გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 13 ადმიანი აძლევს. ლამზირა ჩხაიძის თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
კომისიის წევრის განმარტებით, საარჩევნო უბანზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ.


| Print |