არჩევნები
10:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნბზე 2655 ადამიანი მივიდა
10:00 საათის მინაცემებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა 2 655 ამომრჩველმა მიიღო.

36-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თეა გავაშელის განმარტებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირე პროცედურულ დარღვევებს, რომელიც მაშინვე იქნა აღმოფხვრილი.

36-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, ყველა უბანი აღჭურვილია პირბადით და ხსნარებით. ამომრჩეველი იცავს სოციალურ დისტანციას. მისივე მტკიცებით, ყველა პროცედურა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

10:00 საათისთვის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ დაფიქსირებულა.

| Print |