არჩევნები
„პირველ ტურში აუცილებლად გავიმარჯვებ“ - ანტონ ობოლაშვილი
ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 13:00 საათზე მივიდა. ანტონ ობოლაშვილის თქმით, ხმა ქვეყნის სიმშვიდეს, სტაბილურობას, სიღარიბის შემცირებასა და განვითარებას მისცა. კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება, რა თქმა უნდა პირველ ტურში ვიქნები გამარჯვებული“ - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

| Print |