არჩევნები
აგიტატორები ვართ, ვინც მოდის ვღნიშნავთ - ნაოხრების უბანი
ახალციხის სოფელ ნაოხრებში, 26-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აგიტატორები დილიდან სიებით დგანან. ისინი უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ვიდეოში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ავრცელებს, უბანთან მობილიზებული პირები ამბობენ, რომ აგიტატორები არიან. ისინი ოპოზიციის წარმომადგენელს ამომრჩეველთა ფოტოსურათებიან სიებს აჩვენებენ.

აგიტატორები არიან თითქმის, ყველა უბანზე. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია და საკითხი შესასწავლია.

| Print |