არჩევნები
პანდემიის გამო, უბნებზე რიგებია – ვაჟა ჩიტაშვილი
პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე რიგებია – ამის შესახებ მედიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალის მეცხრე საარჩევნო უბანთან განუცხადა. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, ეს ხელს უშლის პროცესის დროულად წარმართვაში და იმედოვნებს, რომ ხმის მიცემის შესაძლებლობა 20:00 საათადე ყველა ამომრჩეველს მიეცემა.

"ხელს უშლის ის, რომ რიგია აქაც და სხვა უბნებზეც. შევხედე, რომ პანდემიის გამო, პროცესი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამომრჩეველი დგას რიგში. იმედია მიეცემა საშუალება, რომ არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს საარჩევნო უბნებს მიღმა" – აცხადებს ვაჟა ჩიტაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ასევე ყურადრება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდზეც და აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ზეწოლის ფაქტები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, "ქართული ოცნეება" არ აძლევს საშუალებას ამომრჩეველს, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი არჩევანი.

| Print |