არჩევნები
დიდი მოლოდინი მაქვს, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ – ვაჟა ჩიტაშვილი
არჩევნებში ხმა მისცა „საქართველოს განვითარებას, თავისუფლებას და ნათელ მომავალს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა. ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს და იმედი აქვს რომ პარლამენტარის სკამზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება.

„მესამედ ვიღებ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. არცერთი არჩევნები არ წამიგია. არც 2012–ში და 2016–ში. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ და დავამარცხებ ყველა კანდიდატს. ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, თავისუფლებას, ნათელ მომავალს და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს თავს გაართმევს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში მოვა“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სამცხის ოლქში.

ვაჟა ჩიტაშვილმა საკუთარი პოზიცია ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა.


| Print |