არჩევნები
15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩევლის აქტივობამ 36.45% შეადგინა
15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.
| Print |