არჩევნები
N1 ასპინძის საარჩევნო უბანთან სააგიტაციო წარწერაა
"ქ.ო." – ეს ინიციალები N1 ასპინძის საარჩევნო უბანთან გზაზეა დაწერილი. რა მანძილითაა დაშორებული წარწერა უბნიდან და ვინ არის მისი ავტორი – უცნობია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალის განთავსება უბნიდან 25 მეტრზე იკრძალება.

ანალოგიური ინიციალები დახვდათ ამომრჩევლებს N21 და N34 უბნის შესასვლელებთან, სადაც საღებავით გაკეთებული წარწერა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კანონდარღვევად აღიქვეს და ხალიჩით დაფარეს. „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულზე საჩივარი დაწერეს.
| Print |