არჩევნები
წყრუთში ხმა ჯერ კომისიის წევრებმა მისცეს და უბანი ამის შემდეგ დაგვიანებით გახსნეს
სოფელ წყრუთში N27 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:22 საათზე შეუშვეს. ერთ–ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ უბნის გახსნამდე კომისიის ადგილობრივი წევრები აძლევდნენ ხმას და ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გაიხსნა უბანი დროულად, კომისიის წევრმა განაცხადა, რომ უბანი გახსნილია:

,,შიგნით ბევრი ხალხია და ამიტომ ვერ ვუშვებთ".

გარდა ამისა, საერთშორისო კვლევის წარმომადგენლებს, საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მისცეს.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ამომრჩევლებს უბნის გარეთ აღრიცხავდნენ.


| Print |