არჩევნები
აგიტატორები ამომრჩეველთა სიებით - ირღვევა თუ არა კანონი მოქალაქეების აღრიცხვით
სიების გამოთხოვის უფლება ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს - ასე ეხმაურება #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უბნებთან აგიტატორების მობილიზებას, რომლებსაც სიები აქვთ და უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. თეა გავაშელი ამბობს, რომ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ აგიტატორებს ფოტოსურათებიანი სიების გარდა, ამომრჩევლის პირადი ნომრებიც ექნებათ.

ახალციხის საარჩევნო უბნებთან დილიდან მობილიზებული არიან მმართველი პარტიის კოორდინატორები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ აგიტატორების შესახებ არაფერი სმენია. 

დღეს აგიტატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ ვალესნაოხრებშიახალციხის #2 საარჩევნო უბნებზე.

| Print |