არჩევნები
არალში ამორჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს და უბნიდან გააძევეს
N3 არლის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. სტეფანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ იგი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად მიიჩნია და უბნიდან რამდენჯერმე გამოაძევა. მიზეზი ბაკურიანის ერთ–ერთი სასტუმროა, სადაც ტატალაშვილია დასაქმებული. მისი განმარტებით, სასტუმროს კოვიდინფივირებულები უნდა მიეღო, თუმცა, ბოლო წუთებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს ხელშეკრულება გაუუქმა და პერსონალს შესაბამისი ცნობა გადასცა. გაუქმებამდე სასტუმროში პესონალსაც და ინფიცირებულთა ჯგუფსაც ხმა გადასატანი ყუთის საშუალებით უნდა მიეცათ. ცნობის წარდგენის შემდეგ, N3 არლის საარჩევნო უბანის თავმჯდომარემ იგი მაინც საშიშად მიიჩნია და უბანზე არ შეუშვა.

„მისვლიდან რამდენჯერმე აგრესიულად გამომაძევა თავმჯდომარემ. შენ საზოგადოებისთვის საშიში ხარო. მას ალბათ ეგონა, რომ უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირებულებთან. ჩვენ არანაირი ჯგუფი არ მიგვიღია. მანდამდე არც მისულა საქმე, რომ მოვმსახურებოდით კოვიდიანებს ან რაღაც მსგავსი. ინვენტარი შევიძინეთ, შევემზადეთ, იმისთვის რომ ჯგუფი შემოსულიყო, მაგრამ ხელშეკრულება ჩაიშალა. საარჩევნო ყუთიც იქ აღარ უნდა მოეტანათ და იცოდნენამის შესახებ. ვიკითხე ამ სიტუაციაში ვისთვის უნდა მიმემართა და ვერც ამაზე მივიღე პასუხი. ცესკოშიც დავრეკე, მაგრამ მაინც ვერ მივიღე შეედეგი. ჩემი აზრით, უბრალოდ ამ ცნობის არსი ვერ გაიგეს“ – აცხადებს სტეფანე ტატალაშვილი.


არლის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სტეფანე ტატალაშვილი დარეგისტრირებული იყო სპეც. უბანზე, სადაც მას უნდა მიეცა ხმა. ზაურ ჩილინგარაშვილის თქმით, ამომრჩეველთან სპეციალური კომისია უნდა მისულიყო გადასატანი ყუთით.

ამ ამომრჩეველმა დატოვა იზოლაციის ადგილი და არცოდნის გამო თუ რა რისკის საფასურად, გაბედა და მოვიდა ჩვენს უბანზე. მაგრამ რათქმაუნდა მე ასეთ შეცდომას ვერ დავუშვებდი და ამ ადამიანს მივუთითე, რომ დაბრუნებულიყო იზოლაციის ადგილზე, სადაც მასთან მივიდოდა სპეციალური კომისია და მიაცემინებდა ხმას. მას ჰქონდა რაღაც ცნობა, რომ ის არ იყო დატვირთული თუ რაღაცა. ჩემი საბუთი და დოკუმენტი არის ერთიანი სია, სადაც წერია რომ ამ ადამიანს ხმა უნდა მიეცა სპეციალურ უბანზე“ – აცხადებს ზაურ ჩილინგარაშვილი.

თუმცა, სტეფანე ტატალაშვილი ხმას ვერც სპეციალურ უბანზე აძლევს, რადგან სასტუმროსა და ტურიზმის ეროვნულ ადინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, სპეც უბანიც ავტომატურად გაუქმდა.




| Print |