არჩევნები
რომელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს სამცხისა და ჯავახეთის ოლქებში?
ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამცხისა და ჯავახთის ოლქებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.

ეგზიტპოლების თანახმად, ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 58% მიიღო, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა – 30%.

რაც შეეხეება ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" – სამველ მანუკიანი – 75%;
"გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობა" – მელიქ რაისიანი – 5%.

აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა. ცდომილება + – 3%–ია.
| Print |