არჩევნები
"სამართლიანმა არჩევნებმა" სამცხე–ჯავახეთის 4 უბანზე დარღვევები დააფიქსირა
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დამკვირვებლებმა მთელი დღის მანძილზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, სამცხე-ჯავახეთის 4 უბანზე დარღვევები გამოავლინეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის N9 საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორთან შემოხაზა.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა აგიტაციის ფაქტი დააფიქსირეს N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის N9 საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებელი ჰაიკანუს ფაზანიანი ამომრჩევლებთან აგიტაციას ახორციელებდა.

ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტი გამოავლინეს დამკვრივებლებმა N39 ასპინძის საარჩევნო ოლქის N16 და N17 უბნებზე, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშირისო ობსერვატორიის“ აკრედიტირებული პირები საუბნო კომისიის წინ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, ამასთან ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განაახორციელა.

| Print |