არჩევნები
30-ე უბანზე არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო
ახალციხის 30-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა დასრულდა. საბოლოო მონაცემებით, პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებში, მმართველი პარტიის სჭარბობდა. „ქართულმა ოცნებამ“ 420 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 229.რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს - მმართველი პარტიის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი 460 ბიულეტენზე იყო შემოხაზული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი კი 245.
22 ბიულეტენი გაბათილდა.

უბანზე რეგისტრირებული 1 343 ამომრჩევლიდან, მოქალაქეობრივი ვალი 776-მა მოიხადა, აქედან სამმა გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა.

უბანზე ხუთი საჩივარი დაიწერა.

| Print |