111–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ანტონ ობოლაშვილმა 61.79%–ით გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ–გვერდზე N17 სამცხის ოლქის ყველა, 111–ვე უბნის მონაცემები აიტვირთა. მაჟორიტარული სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
ამომრჩეველთა 32 999 ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა მიიღო, რაც პროცენტულად 61.79%–ს შეადგენს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა ამომრჩევლის 12 931 ხმა (24.21%) მიიღო.
მესამე ადგილზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი დავით გოგიჩაიშვილი, რომელმაც ამომრჩეველთა 2 312 ხმა(4.33%) დააგროვა.
მეოთხე ადგილზეა "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ამომრჩეველთა 2 060 ხმით (3.86%).
მეხუთე ადგილზეა "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იზოლდა ლომიძე ამომრჩეველთა 949 ხმით (1.78%).