არჩევნები
"მრავალეროვანმა საქართველომ" სასამართლოდან საჩივარი უკან გამოიხმო
„მრავალეროვანმა საქართველომ“ ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოითხოვა. დამკვირვებელი ორგანიზაცია ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მათი საჩივრის განუხილველად დატოვებას აპტოტესტებდა, რომლის მიხედვითაც ახალციხის მეოთხე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვდა. „მრავალეროვან საქართველოში“ სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ამ უბნის შედეგებზე იგივე სასარჩელო მოთხოვნა „სამართლიან არჩევნებსაც“ ჰქონდათ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ შემაჯამებელ ოქმში პროპორციული ბიულეტენების რაოდენობა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველზე ერთით მეტი იყო, თუმცა კომისიაში ამ უზუსტობას იმით ხსნიან, რომ რეგისტრატორს ამომრჩეველთან ორი პროპორციული ბიულეტენი გადაუყვა.

| Print |