არჩევნები
„ნაციონალური მოძრაობა“ ასპინძის და ადიგენის მერობის კანდიდატებს წარადგენს
პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში მერობის კანდიდატები უკვე შეარჩია. მათი წარდგენა, სხვა რეგიონების კანდიდატებთან ერთად, 15 აგვისტოს, თბილისში, 18:00 საათზე გაიმართება. ამჯერად პარტია ადიგენისა და ასპინძის კანდიდატებს დაასახელებს. ასპინძაში გიორგი გიორგაძე, ადიგენში კი მარეხ დათიაშვილი იბრძოლებს.

რაც შეეხება ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის კანდიდატებს - ახალციხის ოფისში გვითხრეს, რომ ამომრჩევლის წინაშე მათ მომავალ კვირაში წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა "ქართულმა ოცნებამ". კიდევ რომელ პარტიას ეყოლება კანდიდატები სამცხე-ჯავახეთში, ჯერჯერობით უცნობია.
| Print |