არჩევნები
ასპინძაში ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება
"ევროპულმა საქართველომ" მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. სამცხე-ჯავახეთში პარტიამ კანდიდატი ორ მუნიციპალიტეტში დაასახელა - ახალციხეში ზურაბ სადათიერაშვილი, ახალქალაქში კი არსენ კარაპეტიანი. ამ ეტაპზე, ახალციხის ოფისში საარჩევნო კომისიებსა და პროპორციულ სიებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, ეყოლება თუ არა პარტიას კანდიდატი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში.

გიგა ბოკერიას განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში "ევროპული საქართველო" მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს. მათ შორის ასპინძაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გიორგაძე წარადგინა.

| Print |