არჩევნები
ნათია გულიაშვილი მერობისთვის აღარ იბრძოლებს
,,მეგობრებო იმის გამო, რომ 24 წლის ვარ, სამწუხაროდ, ცეესკომ არ დაადასტურა კანდიდატურა" - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა.

საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური მონაწილეობის უფლება მოქალაქეებს მხოლოდ 25 წლიდან ეძლევათ. ორი შვილის დედა, ნათია გულიაშვილი, 2 ოქტომბრის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მერობისთვის ბრძოლას ასაკის გამო გამოეთიშა.

ამ დროისათვის, ახალციხელებს არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატს შორის მოუწევს.
| Print |