არჩევნები
საოლქოში მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - ვინ იყრის კენჭს ახალციხეში
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის და პარტიული სიის რეგისტრაციის ვადები ამოიწურა. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ხუთი კანდიდატია რეგისტრირებული, მეექვსე კი განხილვაშია.

კანდიდატები დაარეგისტრირეს: 

„ევროპულმა საქართველომ“ (ზურაბ სადათიერაშვილი),
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" (დავით ბალიაშვილი),
„ლელო საქართველოსთვის" (მანუჩარ ჩაჩანიძე),
„ქართულმა ოცნებამ“ (ირაკლი ლაზარაშვილი),
„საქართველოსთვის“ (გიორგი არველაძე). 

ჯერ არ დასრულებულა მიხეილ კეთილაძის რეგისტრაციის პროცესი, რომელიც პარტიამ "თავისუფალი საქართველო" წარადგინა. 

მაჟორიტარების და პროპორციული სიის დასარეგისტრირებლად საოლქო საარჩევნო კომისიას ახალციხეში 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა. აქედან ორის კანდიდატები უკვე დარეგისტრირდნენ, დანარჩენებს კი დოკუმენტებში ხარვეზის აღმოსაფხვრელად ორდღიანი ვადა მიეცათ. ვინ რა ფორმით ჩაერთვება თვითმმართველობის არჩევნებში - ეს ცხრა სექტემბერს გახდება ცნობილი, როცა ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიცემული ვადები საბოლოოდ ამოიწურება.

მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენამდე რეგისტრაცია გააუქმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც საოლქო კომისიაში დარეგისტრირდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 13 მაჟორიტარული ოლქია.

| Print |