არჩევნები
12 ქალი და ერთი მამაკაცი - "მესამე ძალამ" ახალციხეში მაჟორიტარები და პარტიული სია დაარეგისტრირა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და კოალიცია „მესამე ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის 13-ვე ოლქში წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 13-დან 12-ში კანდიდატი ქალია. პოლიტიკურმა სუბიექტმა ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირა 26-კაციანი პროპორციული სიაც.

სიის პირველი ნომერი და აგარა-ფერსის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან იწყებენ. კანდიდატები აპირებენ შეხვდნენ ამომრჩევლებს, მოისმინონ ადგილობრივების პრობლემები და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.

კოალიციას ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ჰყავს.

| Print |