არჩევნები
იყო მუქარის შემცველი საუბარი პოლიციის უფროსის მხრიდან - "მესამე ძალა" ზეწოლაზე საუბრობს
ზეწოლაზე საუბრობენ ასპინძაში, პოლიტიკური პარტია "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები. პროპორციული სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ 27 სექტემბერს, საღამოს, ორგორა-ზველი-ჭობარეთი-სახუდაბლის თემში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, დენის მიწოდება შეუწყვიტეს. გიორგი ჩიტაურის თქმით, ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დაურეკა სოფლის მაცხოვრებელს, რომლის სახლიდანაც ელექტროენერგია ჰქონდათ გამოყვანილი და მოსთხოვა, რომ დენის მიწოდება შეეწყვიტა.

ჩიტაური ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცველებს მოუწოდებს მომხდარზე გამოძიება დაიწყონ. მისი თქმით, ამ შემთხვევის გარდა, ზეწოლის და მუქარის არაერთი ფაქტია ასპინძის მუნიციპალიტეტში.


| Print |