არჩევნები
ამომრჩეველზე ზეწოლა თუ თანაბარი პირობები წინასარჩევნო კამპანიისთვის - ახალციხის მერობის ექვისვე კანდიდატის შეფასება
პოლიტიკურმა პარტიებმა ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს. ერთ დღეში ახალციხის ახალი მერის ვინაობა გახდება ცნობილი. მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამომრჩევლებს ძირითადად, კარდაკარ ხვდებოდნენ.

პანდემიისა და ხელისუფლების ზეწოლის გამო, ოპოზიციას ხალხმრავალი ღონისძიებები არ გაუმართავს. ზეწოლა, დაშინება, მუქარა - ასე აფასებენ კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდს. ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ მხარდამჭერებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემუქრება. მმართველი პარტიის კანდიდატი კი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.

| Print |