არჩევნები
ხმა მივეცი საქართველოს სიძლიერეს და განვითარებას - ირაკლი ლაზარაშვილი
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ახალციხის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“. ირაკლი ლაზარაშვილი #2 უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მმართველი პარტიის კანდიდატი ამბობს, რომ რაიმე სახის კანონდარღვევა არ შეუნიშნავს. მას არც იმ შემთხვევებზე აქვს ინფორმაცია, რაზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. ირაკლი ლაზარაშვილს პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინი აქვს.

| Print |