არჩევნები
ახალქალაქში "ოცნების" წევრი ამომრჩეველს უბანზევე აღრიცხავს
ახალქალაქის სოფელ ტურცხში, #59 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს აღრიცხავენ. სია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეექვსე ნომერს აქვს. კანონდარღვევის ამსახველ ვიდეოს „ევროპული საქართველოდან“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი ავრცელებს. არსენ კარაპეტიანის თქმით, მოქმედი დეპუტატი ანნა ღევენიანი უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავს და დოკუმენტებზე ხელს აწერინებს. ამაზე კი არც კომისიის თავმჯდომარე რეაგირებს და არც სამართალდამცველები. აგიტატორებს უბნის 100 მეტრის რადიუსში ყოფნა ეკრძალებათ. 

ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას.

ახალქალაქის #40 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. მათთან საჩივარი არ დაწერილა.

| Print |