არჩევნები
საძელში „ოცნების“ კოორდინატორი ამომრჩევლებს კაბინაში შეყვა
ახალციხის სოფელ საძელში, #19 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტს ამომრჩევლები კაბინაში შეჰყავს და ხმის მიცემის პროცესს ესწრება.

დამკვირვებლების პროტესტის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცმა თქვა რომ უბანზე ჯერ ბებია მოიყვანა, შემდეგ კი პაპა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ამის შემდეგ მამაკაცს უბანი დაატოვებინეს. მან კენჭისყრის ოთახიდან ეზოში გადაინაცვლა.

| Print |