არჩევნები
როგორია ეგზიტპოლის შედეგები სამი ტელეკომპანიის მიხედვით
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 41%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 31%

საქართველოსთვის - N25 - 7%

გირჩი - მეტი თავისუფლება - N45 - 5%

ევროპული საქართველო N2 - 2%

ლელო N9 - 3%;

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N7 - 2%;

დროა N32 - 2%;

გირჩი N36 - 2%;

ლეიბორისტული პარტია N10 - 1%;

მესამე ძალა N1 - 1%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.



"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.  შედეგები 17 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:

ნიკა მელია - 40,8 %
კახა კალაძე - 40,2 %
გიორგი გახარია - 8,7 %
ანა დოლიძე - 3,5 %
ანა ბიბილაშვილი - 2,6%
ცნობისთვის, ეს მონაცემები 17:00 საათის მონაცემებითაა.


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:

თამარ კეკელიძე - 0.2%;

ნიკა მელია - 34.6;

გიორგი ლომია - 1%;

ანა ბიბილაშვილი - 2%;

რიჩარ ობუნუზუ - 0.6;

გიორგი გახარია - 5.6%;

კახა კალაძე - 51.3%;

ანა დოლიძე - 3.1%;

სხვა კანდიდატი - 1.6%.

გორბის ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპოდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.
| Print |