არჩევნები
ახალციხის #28-ე უბანზე ირაკლი ლაზარაშვილი, ამბარცუმ ბაბოიანი და ქართული ოცნება ლიდერობს
ახალციხის #37 ოლქის #28-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. ბიულეტენების მიხედვით უბანზე 1070 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის 11-მა ამომრჩეველმა სპეციალურ სიით, ხოლო 17-მა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.  

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 602 ამომრჩეველი მონაწილეობდა. მიღებულიხმები ასე გადანაწილდა:

ევროპული საქართველო, ზურაბ სადათიერაშვილი - 67 ხმა

დავით ბალიაშვილი, ენმ - 144 

მანუჩარ ჩაჩანიძე, ლელო საქართველოსთვის - 19 

გიორგი არველაძე, საქართველოსთვის - 49

მიხეილ კეთილაძე, თავისუფალი საქართველო - 9

ირაკლი ლაზარაშვილი, ქართულმა ოცნება - 319 ხმა.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, პირველადგილზე ამ შემთხვევაში მმართველი პარტია ლიდერობს 309 ხმით,

მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -173 ხმით,

ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პარტიამ გახარია - საქართველოსთვის - 33 ხმით.

რაც შეეხება საკრებულოს წევრთა მანდატს, #28-ე უბანზე სამი კანდიდატი იბრძოდა გამარჯვებისთვის.

სამველ გევორქიანმა 135,

ხოლო ალექსანდრე ლომსაძემ 102 ხმა მიიღო.

საკრებულოს დეპუტატის სტატუსი კვლავ ამბარცუმ ბაბოიანს ერგო - 313 ხმით.


2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,  #37 ახალციხის ოლქში, წინასწარი მონაცემებით მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

| Print |