არჩევნები
სავალდებულო ხუთი უბანი უნდა გადაითვალოს - თეა გავაშელი
N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები ყველა უბნიდან მიიღო. კომისია წილისყრით, ოლქში შემავალი 36 უბნიდან ხუთი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია. დღეს, 11:00 საათზე პირველ საჯარო სკოლაში შერჩეულ ხუთ უბანს - მე-6, მე-7, მე-11, 25-ე და 33-ე უბნებს თავიდან გადათვლიან. შერჩეული ხუთი უბნიდან ორი ახალციხეს, ორი ვალეს და ერთი აბათხევს ეკუთვნის.

საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ოლქმა მხოლოდ ერთი საჩივარი მიიღო. ამჟამად, კომისია შემაჯამებელი ოქმების შესწავლას ახორციელებს.

მისივე თქმით, მეორე ტური, სავარაუდოდ, არ იგეგმება, რადგან შედეგების მიხედვით, კანდიდატებმა 40%–იანი ბარიერი გადალახეს.

N37- ახალციხის საარჩევნო ოლქში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 36 უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ერთი სპეც უბანი, სადაც კოვიდინფიცირებული ადამიანები აძლევდნენ ხმას.
| Print |