არჩევნები
ხელახალი გადათვლის დროს ხარვეზები გამოვლინდა
N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ წილისყრით, ოლქში შემავალი 35 უბნიდან ხუთი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია. პირველ საჯარო სკოლაში შერჩეული ხუთი უბანი - მე-6, მე-7, მე-11, 25-ე და 33-ე უბნები თავიდან გადათვალეს. შერჩეული ხუთი უბნიდან ორი ახალციხეს, ორი ვალეს და ერთი აბათხევს ეკუთვნის.

შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ უბანთა შორის არის N7 უბანი, სადაც დაუბალანსებელი ოქმი აქვთ. გადათვლის პროცესში 35 უბანი მონაწილეობდა, სადაც მეორე და მესამე მთვლელებად საოლქოს წევრები - პროფესიული და პარტიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრები იყვნენ წარმოდგენილნი. 

თეა გავაშელის თქმით, არჩევნებზე 60%–ზე მეტი მოქალაქე მივიდა. ,,ოლქი დათვლის, დააჯამებს შედეგებს. თუ რომელიმე უბანზე რაიმე ხარვეზია, მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. თუ საჭირო იქნება გადათვლის იმ უბნებსაც, თუ არა და შესაბამის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე მოხდება დათვლა–დაჯამება“.

ხუთი უბნის ხელახალი გადათვლის შემდეგად გაირკვა, რომ ახალციხის N37 ოლქის N7 უბანზე, კომისიის წევრებმა „ქართულ ცნებას“ 10 ბიულეტინი არ მიათვალეს, „ერთიან ნციონალურ მოძრაობას“ კი ერთი. ასევე არასწორად იყო დათვლილი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა.

N7 უბნის კომისიის თავმჯდომარის, დიანა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაშვებული შეცდომები უკვე აღმოიფხვრა. N37 ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის თქმით, უბნების ხელმეორედ გადათვლისას გამოვლენილი შეცდომები კომისიამ გამოასწორა, რაზეც შესაბამისი აქტი შედგა.

N37- ახალციხის საარჩევნო ოლქში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 36 უბანი იყო გახსნილი,მათ შორის ერთი სპეცუბანი, სადაც კოვიდინფიცირებული ადამიანები აძლევდნენ ხმას. აღნიშნული 36 უბნიდან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ხუთ გადასათვლელი უბნის წილისყრაში 35 უბანმა მიიღო მონაწილეობა (გადათვლას არ ექვემდებარებოდა სპეც უბანი).

| Print |