არჩევნების შედეგები ახალციხის ახალმა მერმა და მერობის კანდიდატებმა შეაფასეს
10:20 / 05.10.2021
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 36 საარჩევნო უბნიდან, ხუთში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა. ამ უბნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციულ ბიულეტენში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ესენია: ქალაქ ვალეს მე-9 და მე-10 უბნები, სოფელ სვირის #20 უბანი, ქალაქ ახალციხის 30-ე უბანი და სოფელ სხვილისის 34-ე უბანი.
ამის გარდა, ახალციხეში, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მე-13-ე მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ტარიელ ტაბატაძემ ხმების 49.29% მიიღო, (173 ხმა), „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი 42.74% (150 ხმა).
მერობის კანდიდატებზე კი ხმები ასე გადანაწილდა: ზურაბ სადათიერაშვილი - 4.51%; დავით ბალიაშვილი - 27.01%; მანუჩარ ჩაჩანიძე - 3.18%; გიორგი არველაძე 7.91%; მიხეილ კეთილაძე - 0.4% და ირაკლი ლაზარაშვილი 57%.
არჩევნების შედეგები მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებმა შეაფასეს.