არჩევნები
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრებზე იმსჯელა
#37-ე საარჩევნო ოლქში შესულ საჩივრებზე საარჩევნო კომისიამ დღეს, შვიდ ოქტომბერს იმსჯელა. შვიდი უბნის ექვსი საჩივარი ძირითადად, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ცდომილებას ეხებოდა.

სხდომას ესწრებოდნენ საჩივრის ავტორები - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები. "სამართლიანი არჩევნების" საჩივრები ეხებოდა 1, 2, 5, 7 და 20 უბნებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საჩივრები კი 17 და 29 უბნებს. საჩივრის ავტორები უბნების ხელახლა გადათვლას და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდნენ.

კომისიამ საჩივრები იმ სახით არ დააკმაყოფილა, როგორც ავტორები ითხოვდნენ, თუმცა მეორე, მეხუთე და მეშვიდე კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება მიეცა.

| Print |