არჩევნები
ახალციხეში არჩევნების შედეგების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი შედგა
#37-ე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელ ოქმი დღეს, 16 ოქტომბერს შეადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, შეაჯამა საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგები. შეადგინა სამი სახის შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც ცესკოს გადასცემს.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილია. 13 მაჟორიტარული დეპუტატიდან ერთი "ევროპული საქართველოს", 12 კი "ქართული ოცნების" კანდიდატია.

რაც შეეხება პროპორციული სიის 26 დეპუტატს, ეს ადგილები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 8 მანდატი, "გახარია საქართველოსთვის" - 2 მანდატი, "ქართული ოცნება" - 16 მანდატი.

საკრებულოს ახალ შემადგენლობას შეუძლია, 11 დღის განმავლობაში შეიკრიბოს და პირველი სხდომა გამართოს.


| Print |