არჩევნები
მინაძის თემში, მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს - თეა გავაშელი

ახალციხეში, მინაძის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები N17 უბანზე, სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის შენობაში, ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. 29 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი როინ ნებაძე მონაწილეობს.

საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 30 მარტს ამოიწურა. N37 ახალციხის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, მინაძის თემში 974 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

,,როინ ნებაძე ახალი კანდიდატია, წინა არჩევნებში არ მონაწილეობდა. მას შეუძლია უკვე შეუდგეს მუშაობა. სიები გამოკრულია, ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმება სიებში უკვე შეუძლია. უბანი ორენოვანია - არჩევნებში როგორც ქართველი, ასევე სომეხი თემი მონაწილეობს“- აღნიშნავს თეა გავაშელი.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში იგი 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

ცესკოს ინფორმაციით, უკვე დაკომპლექტებულია საოლქო კომისია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი წევრებით.

| Print |