არჩევნები
ცესკო მომრჩევლებს მიმართავს

შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.

ნათია იოსელიანის განმარტებით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზეც“ შეუძლია, ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ.

„მივმართავ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვლის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩინო მათთვის ყველაზე ხელსაყრელი და ადაბტირებული საარჩევნო უბანი და შესაბამისი ინფორმაცია დროულად მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას.

რაც შეეხება გადასატანი ყუთის საკითხს, ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, შეუძლია მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის კი მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 21 აპრილის 18:00 საათამდე“
, – აცხადებს ნათია იოსელიანი.

მისივე განმარტებით, წელს პირველად მარკირება ჩაუტარდება გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლებსაც.

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
| Print |