არჩევნები
სოფელ ღრელში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას გაეცნენ

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ცესკოს-ს წარმომადგენლებმა ღრელელებს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა განუმარტეს, გააცნეს აპარატურის გამოყენების წესები და პროცედურის თანმიმდევრობა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, შუალედური არჩევნები მე-11 მაჟორიტარული ოლქის მე-17, სოფელ მინაძის უბანზე გაიმართება.
| Print |