არჩევნები
"სამივე სოფლის ერთადერთი პრობლემა წყალია" - როინ ნებაძე
საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი როინ ნებაძე მინაძის თემში შემავალი სამივე სოფლის ერთადერთ პრობლემად სასმელ და სარწყავ წყალს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია.

რას დააყენებს საკრებულოში პირველ საკითხად მომავალ დეპუტატს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა იცის, რომ საკრებულოში მხოლოდ ხალხის მოთხოვნები უნდა გააჟღეროს.

მეცხრე არხის კითხვაზე - რომელი პრობლემების მოგვარებას დაიწყებს არჩევის შემდეგ, გვპასუხობს, რომ მისი მოვალეობა ხალხის ხმის საკრებულომდე მიტანაა, დანარჩენს კი მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს.
| Print |