არჩევნები
მინაძის თემში, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა

დღეს ახალციხეში, მინაძის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები N17 უბანზე, სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის შენობაში, ელექტრონული ფორმატით ტარდება.

უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა, პირველი ამომრჩეველი 1948 წელს დაბადებული თინა ნებაძე კი 08:07 წუთზე მივიდა.

75 წლის ღრელელი თინა ნებაძე ამბობს, რომ ,,როინ ნებაძე მისთვის ძვირფასი კანდიდატია, ამიტომ დილიდანვე მოვიდა მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად".

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი როინ ნებაძე მონაწილეობს.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.
| Print |