არჩევნები
N17 უბანზე გადასატანი ყუთით ხმას 26 ამომრჩეველი მისცემს

N17 უბანზე სულ სულ 979 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 26 გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.
| Print |