არჩევნები
როინ ნებაძე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა

დეპუტატობის კანდიდატი, როინ ნებაძე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. მედიასთან საუბრისასა განაცხადა, რომ დღევანდელ არჩევნებში აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას კონკურენტი არავინ ჰყავს.

ნებაძის თქმით, ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი 2013 წლიდანაა და დეპუტატობის შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა. არჩევის შემდეგ კი გეგმავს, რომ საკრებულოში ხალხის ინტერესები გააჟღეროს.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.
| Print |