არჩევნები
12 საათის მონაცემებით ხმა 183-მა ამომრჩეველმა მისცა

N17 საარჩევნო უბანზე, 12 საათისთვის აქტივობა დაახლოებით 16%-ია. ამ დროისთვის ხმა მისცა 183-მა ამომრჩეველმა. მათგან 118 მამაკაცია, 65 კი ქალი.

უბნის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ სუდაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ დარღვევებს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, წელს პირველად ტარდება ელექტრონულად არჩევნები, ამიტომ კომისიის ყველა წევრმა ტრენინგი და მომზადება გაიარა.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.

| Print |