არჩევნები
N17 უბანზე გადასატანი ყუთით 26-ვე ამომრჩეველმა ისარგებლა

37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განცხადებით, N17 უბანზე გადასატანი ყუთით 26-ვე ამომრჩეველმა ისარგებლა და ყუთი დალუქულ მდგომარეობაში დაბრუნდა უბანზე.

რაც შეეხება დარღვევებს, გავაშელის თქმით, ამ დრომდე არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება არ გასჭირვებია. მოქალაქეები რეგისტრატორების მითითებით უბანზე მარტივად აძლევენ ხმას.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.
| Print |