არჩევნები
"ეს არჩევნები არ არის, ეს დანიშვნაა" - ვაჟა ჩიტაშვილი დეპუტატის არჩევნებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ვაჟა ჩიტაშვილი მინაძის თემში მიმდინარე არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არ არის არჩევნების ჩატარება ეს კანდიდატის დანიშვნაა, რადგან მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს და არ ჰყავს კონკურენტი.

ჩიტაშვილის გაცხადებით, დღევანდელი არჩევნები არა დემოკრატიულად მიმდინარეობს.

"როცა არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს და კონკურენტი არ ჰყავს, შეუძლებელია დემოკრატიაზე საუბარი. გინდა ელექტრონულად ჩატარდეს და გინდა ტრადიციული მეთოდით" - აცხადებს ჩიტაშვილი "მეცხრე არხთან".

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.
| Print |