არჩევნები
მინაძის N17 უბანი დაიხურა, როინ ნებაძე 463 ხმით დეპუტატად აირჩიეს
დღეს გამართული შუალედური არჩევნების კენჭისყრა მინაძის თემში დასრულდა. უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. სამი სოფლის 468 ამომრჩეველმა დეპუტატად როინ ნებაძე აირჩია, თუმცა მათგან ხუთი ბიულეტენი გაბათილდა.

უბანზე სულ სულ 979 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან 26-მა გადასატანი ყუთით ისარგებლა. დღეს დაფიქსირებული აქტივობა მთლიანი სიის დაახლოებით 48%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ხმები ელექტრონულადაა დათვლილი და მიმდინარეობს ხელით გადათვლაც.

37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ჩატარდა. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩიეს.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარები უნდა აირჩია გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტმა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა.
| Print |