არჩევნები
ერთკანდიდატიანი არჩევნები ამომრჩეველს უკარგავს ნდობას - ირმა პავლიაშვლი

29 აპრილს, საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან ამომრჩევლის 91%-მა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, მცირე ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩატარდა.

შუალედური არჩევნები მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ღია სივრცე - კავკასიის თავმჯდომარემ ირმა პავლიაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ამომრჩეველი, სამცხე-ჯავახეთში, სათანადო ჩარჩოს გამოყენების გარეშე ახორციელებდა თავის კონსტიტუციურ უფლებას და ირღვეოდა მისი ფარულობა, თუმცა დარღვევა მალევე აღმოიფხვრა.

ჩატარებულ არჩევნებს ღია სივრცე - კავკასიის თავმჯდომარე აფასებს. ირმა პავლიაშვილის აზრით, ,,ერთკანდიდატიანი არჩევნები ერთის მხრივ ამომრჩეველს უკარგავს ნდობას და მასში იწვევს ნიჰილიზმს, ხოლო მეორეს მხრივ არასანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა, როდესაც საზოგადოებამდე არ მიდის ობიექტური ინფორმაცია ნეიტრალური დაკვირვება კი არ ხორციელდება, არამედ პროცესი მიმდინარეობს კონკრეტული მხარის სასარგებლოდ“.

მისივე თქმით, ,,დღევანდელი არჩევნები გვანახებს, თუ როგორი არის მზაობა როგორც ამომრჩევლის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრივ და დავაზღვიოთ ის რისკები, რომელიც შემდგომ უკვე 2024-ისთვის“ - განაცხადა ღია სივრცე - კავკასიის თავმჯდომარემ.

37-ე ახალციხის ოლქში, საკრებულოს დეპუტატი აირჩიეს. შუალედური არჩევნები #17-ე მინაძის თემში, სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის შენობაში, ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.
| Print |