არჩევნები
რა შემთხვევაში შეგეძლებათ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, რის გამოც კანონპროექტის განხილვა დაახლოებით ერთ წუთში, კითხვა - პასუხის გარეშე დასრულდა. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ პირადობის ელექტრონული მოწმობა იგივე აიდი ბარათი ექნება - აცხადებს ,,ღია სივრცე - კავკასიის" ხელმძღვანელი ირმა პავლიაშვილი.
| Print |